ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსებთან მისასვლელი გზების შეკეთება გრძელდება. საგზაო სამუშაოები დასრულდა გურამიშვილის გამზირი N5ბ-ში, სადაც ასფალტის საფარი 600-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო.
გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნული კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვალა – 160 გრძივ მეტრზე ახალი მილები მოეწყო და 5 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 58 000-მდე ლარი გამოყო. აღნიშნული პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემები 71 ოჯახს მოუგვარდა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები