ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადის

ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადის

“ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადის. მათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ზოგადად, ამ პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად იმატებს. ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო. ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია”,- აცხადებენ სააგენტოში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები