“მზადდება დოკუმენტები, მალე გავასაჯაროებთ ფინანსებს”

“მზადდება დოკუმენტები, მალე გავასაჯაროებთ ფინანსებს”

„რიონის ხეობის მცველი“ მარიტა მუსელიანი აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლი, რომელიც არის ბუღალტერი ამზადებს დოკუმენტებს დაფინანსების გასაჯაროების ნაწილში.

„დღეს ვნახე, რომ ჩვები ბუღალტერი, თუმცა მას ბუღალტერსაც ვერ დავარქმევ, რადგან თანამებრძოლია ჩვენი და პროფესია აქვს ბუღალტრის და გვეხმარება, ის ხელფასსაც არ იღებს ამაში, ვიცი, რომ ამზადებს დოკუმენტებს და საბუთებს [დაფინანსებაზე] და იქნება უახლოეს მომავალში“,-განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაუგზავნიან თუ არა „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დოკუმენტებს, მუსელიანმა უპასუხა, რომ ეს კარგი იდეაა და შეიძლება დაფიქრება ამ საკითხზე.

„კარგი იდეაა, შეძლება დავფიქრდეთ ამ საკითხზე. …მუქარა იყო. ჩვენ პარტია არ ვართ და არ გვაქვს პასუხისმგებლობა რამე აუდიტის, მაგრამ აუცილებლად გავასაჯაროვებთ მაინც“, – განაცხადა მან.

მარიტა მუსელიანმა დაფინანსების საკითხზე ჯერ კიდევ თბილისის აქციის დროს ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, რომ თითქოს, მათ უკან პოლიტიკური ფიგურები და დიდი ფინანსების მქონე ადამიანები დგანან. მისი თქმით, რადგან კითხვები გაჩნდა, ამ ნაწილში საჭიროა გამჭვირვალობა, რისთვისაც მიმართეს იურისტებს, რათა დაფინანსების გასაჯაროების შემთხვევაში არ დაირღვევს ადამიანის უფლებები და არ გასაჯაროვდეს პერსონალური მონაცემები.

„დავფიქრდი, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ამიტომ მივმართეთ იურისტებს ამასთან დაკავშირებით რჩევისთვის, როგორ გაგვესაჯაროვებინა ისე, რომ თან არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, არ გამჟღავნდეს პირადი მონაცემები, რამდენადაც ამას კანონი მოითხოვს. გამჭვირვალობა უნდა იყოს ამ საქმეში, პრობელმა არ არის, უახლოეს ხანში ჩვენ ამას გამოვაქვეყნებთ. ნათელი გახდება რა თანხები, ვისგან და საიდან მოდის ჩვენი მისამართით და როგორ განვკარგავთ ჩვენ ამ ხარჯებს“, – თქვა მუსელიანმა 25 მაისს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის თქმით, მათი ინფორმაციით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები დიდი ფულით არის დაფინანსებული და კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

მან ასევე თქვა, რომ თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები