„მზად ვართ გავააქტიუროთ საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ-სვეტოვანი, მაქსიმალურად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს-წულუკიანი

„მზად ვართ გავააქტიუროთ საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ-სვეტოვანი, მაქსიმალურად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს-წულუკიანი

„მზად ვართ გავააქტიუროთ საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ-სვეტოვანი, მაქსიმალურად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
წულუკიანმა გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„მზად ვართ გავააქტიუროთ საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხ-სვეტოვანი, მაქსიმალურად დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა არსებობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მალე ავსახოთ კანონმდებლობაში, მაგრამ თუ კი ამაზე თანხმობა იქნება, წავიდეთ კიდევ უფრო შორსაც იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მომხმარებლები იმისგან, რომ არ გახდნენ მომხმარებლები მომავალში, ვებრძოლოთ მათ, ვისაც სასაუბრო ენაზე „გამსაღებლებს“ ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია და რომელთაც ძალიან ბევრი სერვისი სჭირდებათ იმისთვის, რომ მკურნალობა შეძლონ“, –განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები