“მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა”-მამუკა მდინარაძე

“მუდმივად არის საუბარი, რომ “ქართული ოცნება” არ მიდის კომპრომისზე, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაიდგა მორიგი კომპრომისული ნაბიჯი, დადგება ახალი ინიციატივა”.
მამუკა მდინარაძის თქმით,
“კომპრომისი უნდა იყოს ისეთი, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და, მეორე მხრივ, დაფუძნებული იქნება გულწრფელ ნაბიჯზე, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს საზოგადოებას. გვექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
კატეგორიები:
Uncategorized
მსგავსი სიახლეები
