მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში-იან ვან ბილსენი

მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში “ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი ბარიერი ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა.
„დღევანდელ კონფერენციაზე ვიმსჯელეთ, თუ რა სახის ბარიერების გადალახვა უწევს მცირე ბიზნესს საქართველოში და როგორია ამ პრობლემის მოგვარების გზები. მსოფლიო ბანკის ჯგუფი ჩართულია ამ პროცესში და დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის მოგვარებით, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. მსოფლიო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს გაზარდოს ფინანსური განათლების დონე აღნიშნულ სექტორში, ასევე აუხსნას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორ აკეთონ ბიზნესი, როგორ შეადგინონ ბიზნეს გეგმა სესხის მისაღებად და სხვა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ასევე მხარს ვუჭერთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნა და კაპიტალზე წვდომის გაზრდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას,“ – განაცხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში.
მსგავსი სიახლეები

მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 4.5%-მდე ამცირებს
