მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ბათუმში მორიგი აქცია გამართეს
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ბათუმში მორიგი აქცია გამართეს. ევროპის მოედანზე შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და განმარტეს, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა.
მათ სოციაურ პრობლემებზე, დასაქმებასა და საბანკო ტერორზე ისაუბრეს, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პატრიოტთა ალიანსის წევრების თქმით, აუცილებელია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, სოხუმთან და ცხინვალთან, რათა ტერიტორიები გამთლიანდეს.
“პატრიოტებმა” ბათუმში პირველი საპროტესტო აქცია 24 სექტემბერსგამართეს. მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში პატრიოტთა ალიანსი რუსეთში გაემგზავა, სადაც რუს დეპუტატებს შეხვდნენ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

„Fitch-ის შეფასება საქართველოს ეკონომიკის საგარეო რისკებთან მიმართებაში მაკროეკონომიკურ მდგრადობას ადასტურებს“- ირაკლი ლექვინაძე
კალაძე-“მინდა, გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს – საარჩევნო ამოცანის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან, ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს”

არჩილ თალაკვაძე – არანაირი დაშლა არ მოხდება – ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს
