მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს.
კანონპროექტში ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რასაც ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსი. ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მის თანმდევ 36 კანონში. 2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა (მათ შორის მის სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო). საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები