მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის შექმნას, ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმებას მოითხოვენ.
ამასთან, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, მათთან 21:00 საათზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულია, ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე აპირებენ წასვლას, სადაც გუშინ სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა.
აქციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, ასევე დამოუკიდებელი პროფკავშირები „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
მსგავსი სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მედიის განვითარების ფონდმა (MDF), მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში, ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

წუხელ თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა #4-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, უწყებაში წუხელ სულ 205 შეტყობინება შევიდა
