მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. საუბარია ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობები განიხილა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი პრიორიტეტად ფასების შენარჩუნებას მიიჩნევს.

„ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დეტალებიც გააცნო, რომელიც ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 24 მარტს დამტკიცდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები