მთავრობა ყოველწლიურად 50 000 ადამიანის პროფესიულ გადამზადებას გეგმავს

მთავრობა ყოველწლიურად 50 000 ადამიანის პროფესიულ გადამზადებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა სხვადასხვა სექტორში ყოველწლიურად 50 000 ადამიანის გადამზადებას გეგმავს. აღნიშნული პროგრამა, სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს კადრების გადამზადებას შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პერსონალის მიწოდების მიზნით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო ,,რედისონში’’ გამართულ ღონისძიებაზე პროფესიული გადამზადების პროგრამის დაწყების ღონისძიება გახსნა. გიორგი ქობულიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს IT გადამზადების პროგრამის დაწყება და ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველთათვის ინტენსიური გადამზადების კურსები დააანონსა.

 პროგრამას ინოვაციების სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. IT გადამზადების პროგრამის ფარგლებში 3 000 სპეციალისტი გადამზადდება, რომლებიც მომავალში IT სფეროში დასაქმებას შეძლებენ. პროგრამა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება.

ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პრეზენტაციის სახით სტუმრებს IT გადამზადების პროგრამის დეტალები გააცნო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმი გაგრძელდა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აღნიშნულ პროგრამაზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები