მთავარმა პროკურატურამ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მთავარმა პროკურატურამ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მთავარმა პროკურატურამ გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. – ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობის კურსს ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. ის ისევ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა მძიმეა.

სუსის ცნობით, 26 დეკემბერს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიდაადასტურეს. 

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები