მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ზაზა სარალიძის გული-გიორგი მარგველაშვილი

მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ზაზა სარალიძის გული-გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი სათქმელი იმ ტკივილის გაზიარება იყო, რომლითაც სავსეა შვილმოკლული კაცის გული. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან ერთად, იმუშავებს იმ საკითხზე, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც იქნება სტაბილურობა და სამართლიანობა.
„ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ვუერთდები, როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისტკივილი, რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისათვის, მე ვურთიერთობ ხელისუფლებასთანაც, არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს, სტაბილურობას. ამ მიზნისთვის მუშაობაში არ გავჩერდები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები