მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყებამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყებამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყებამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა.

ციხეში პატიმრის მიმართ ძალადობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი კ.ყ. ამასთან, პროკურატურამ დაადგინა, რომ პოლიტპატიმარ ზვიად შინჯიკაშვილის უფლებები დაირღვა, რაც უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.

ზვიად შინჯიკაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც მონაწილეობდა 2011 წლის 26 მაისის აქციაში. პროკურატურის ცნობით,  სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო სამართალდამცველებმა დაგეგმეს მისი დაკავება და უკანონოდ მსჯავრის დადება. 2011 წლის 06 სექტემბერს, გურჯაანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ზვიად შინჯიკაშვილი პირად საქმეზე მიდიოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. ადგილზე მისულს  კი განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული ხულიგნობის ბრალდებით – ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისთვის, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით დაკითხეს გამოგონილი ინციდენტის ე.წ. ,,თვითმხილველი“ მოწმეები, რომლებმაც პოლიციელების ზეწოლის შედეგად გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ზვიად შინჯიკაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პოლიტიკური ნიშნით დაკავებულმა ზვიად შინჯიკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 27 ოქტომბერს, პატიმარი დანტე რეხვიაშვილი შეასახლეს გლდანის N8 საპყრობილეში, რომლის ინსპექტორმა და ამავდროულად კორპუსის ზედამხედველმა კ.ყ-მ შეიტყო, რომ  დანტე რეხვიაშვილი თავს არ ცნობდა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებაში.

ამ მიზეზით, მან დანტე რეხვიაშვილი მის თანასაკნელებთან ერთად გაიყვანა საპყრობილის აბაზანაში და მას დანაშაულის აღიარება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი თავში რადიოგადამცემი ძლიერად ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა, შემდეგ კი ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად განაგრძო მისი ცემა. ამასთან, ნაცემ პატიმარს სამედიცინო დახმარების უფლება არ მიეცა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები