მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაზა სარალიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

“კომენტარის გარეშე. არც იმას ვაფიქსირებ და არც – ამას”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თუმცა, შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ ისაუბრა.

„სწორედ მ.კ-ს საკითხზე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დღეს პასუხებზე. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა ურთიერთშეჯერება გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე და წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიცია, თუმცა რა განხილვა მიმდინარეობდა, რა ფაქტებთან დაკავშირებით და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე იყო საუბარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ისიც,რომ დაზარალებული მხარე არ აკეთებს კომენტარს”,- განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყებამდე, სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებდა, რომ გამომძიებლებთან ისინი მ.კ-ს-თან დაკავშირებით დააყენებდნენ მოთხოვნას, თუმცა იყო თუ არა ამაზე საუბარი, ზაზა სარალიძეს არ დაუკონკრეტებია.

მთავარ პროკურატურაში შეხვედრას ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები