მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარ პროკურატურაში ბიუჯეტის თანხების შესაძლო თაღლითობით დაუფლებისა და მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან გადმოგზავნილი დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 24 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას, “თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში” ბიუჯეტის კუთვნილი თანხების შესაძლო მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების პერიოდში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომსახურების ღირებულება შპს „ელფის“ სასარგებლოდ, რაც მისაწოდებელ კვების პროდუქტებზე ამავე საზოგადოების მიერ ფასების სავარაუდოდ ხელოვნურად გაზრდის გამო მოხდა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა 2017 წლის 20 მაისიდან აწარმოებს გამოძიებას თბილისში „უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით შესაძლო დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო პლატფორმა -,,ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ თბილისში „უფასო სასადილოებით მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, შესაბამის გამგეობებს ყოველდღიურად წარუდგენენ კვებითი მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა გაზრდილ რაოდენობრივ მონაცემებს. ამავე განცხადების თანახმად, ამ იურიდიული პირების მიერ დამზადებული საკვების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გამოძიებით დგინდება, რომ თბილისში უფასო სასადილოებით მომსახურების ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან ერთ-ერთი არის შპს „ელფი“.

“სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტებში ბენეფიციარების რეალური რაოდენობის შესახებ ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანითა და შესაბამის გამგეობებში წარდგენით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოტყუებით დაუფლებას, რის შესწავლასაც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პროკურატურა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, შპს „ელფის“ ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა პროკურატურის თანამშრომლები გეგმავდნენ კომპანიისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობაში ხელის შეშლას, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან 2017 წლის 21 დეკემბერს, შპს „ელფში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, წინასწარ გაწერილი და შემუშავებული საგამოძიებო გეგმისა და გრაფიკის შესაბამისად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებისთვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი როდის და რომელი უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავდა კომპანია მონაწილეობის მიღებას, თუმცა მას შემდეგ რაც პროკურატურის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა ეს ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, კომპანიის წარმომადგენლებს, მიეცათ შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მონაწილეობა მიეღოთ ხსენებულ ელექტრონულ შესყიდვაში.

პროკურატურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, პარალელურ რეჟიმში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა არა მხოლოდ შპს ,,ელფში“, არამედ ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და თბილისში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციებში.

კომპანია, რომელიც ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანია „ელფის“ დამფუძნებელი თინათინ პაპუაშვილი ამბობს, რომ 42 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მისი კომპანია უკანონოდ დააყადაღეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები