მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე ვერის ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

ამომრჩევლებთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე და „ქართული ოცნების“ წევრები.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები წარუდგინა, ასევე, დეტალურად ისაუბრა საკუთარ გეგმებზე და მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ცოტა რჩება გამარჯვებამდე. აქ რომ გხედავთ და ამდენს რომ გხედავთ, ვარ ძალიან ამაყი, რომ ბოლომდე დგახართ ჩემთან ერთად. არ იქნება არც დაღლა და არც გაჩერება. აუცილებლად, ერთად გავიმარჯვებთ და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მთაწმინდისთვის“, – განაცხადა ლადო კახაძემ

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები