მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს.

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 82 ქულით მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს.
“საქართველომ ძალიან წარმატებულად იმუშავა. ის არის ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ ბიზნესის წარმოების აღრიცხვა დავიწყეთ 15 წლის წინ. მსოფლიო ბანკი მონიტორინგს უწევს 196 ქვეყანას. საქართველოს აქვს დიდი რაოდენობით რეფორმები გატარებული. მას მოყვება ყაზახეთი. საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ბიზნესის წარმოების სფეროში. ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა, ამ მძიმე სამუშაოების განხორციელების შემდეგ. არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის, რომ ის შევიდა მსოფლიოში ქვეყნების პირველ ათეულში ბიზნესის წარმოების საქმეში”, – განაცხადა მერსი ტემბონმა.
მისი თქმით, საქართველოს მიღწეული წარმატება მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეფასებით, საქართველო ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა.
“როცა საქართველო არის პირველ ათეულში, ეს არის ძალიან კარგი გარემოება ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ეს აჩვენებს ინვესტორებს, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს. ისინი დაინახავენ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ ის აძლიერებს თავის ეკონომიკას და დამატებითი ინვესტიციები რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას, გაზრდის სამუშაო ადგილებს. ამიტომ ეს არის ფაქტობრივად საჩუქარი, უდიდესი მიღწევა, რომელიც წაადგება ქვეყანას და საქართველო უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით”, – აცხადებს მერსი ტემბონი.
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორს შეფასებით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება განსაკუთრებით სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმთან დაკავშირებით.
“ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმში საქართველოსთვის. ამ კუთხით ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ბანკთან და ხელს შევუწყობთ საქართველოს მოსახლეობას, რომ გაუმჯობესდეს ეს პერამეტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზანსწრაფულობა რომელიც გამოამჟღავნა ქვეყნის მთავრობამ ამ წლების განმავლობაში, საშუალებას გვაძლევს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო ამ პარამეტრსაც გააუმჯობესებს” ,- აღნიშნავს ტემბონი.
საქართველოში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის თქმით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის შეფასებას მსოფლიო ბანკი ყოველ წელს ახორციელებს. საქართველო რეფორმების შედეგად წარმატებას მომდევნო წლებშიც მიაღწევს.
“რეფორმების შედეგების დანახვას გარკვეული დრო სჭირდება და მე დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო წლებში ჩვენ ამას დავინახავთ” , -აცხადებს ტემბონი.
DOING BUSINESS რეიტინგს სხვადასხვა კრიტერიუმით ადგენს. ახალ ანგარიშში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ბიზნესის დაწყების და ქონების რეგისტრაციის სიმარტივით. გარდა ამისა, გასულ წელთან შედარებით, საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით.
“20 წამყვან ქვეყანას შორის მეცხრე ადგილზე მყოფმა საქართველომ 2003 წლიდან დღემდე, ბიზნესის დასარეგულირებლად, ყველაზე დიდი რაოდენობის, სულ 47 რეფორმა გაატარა”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები