“მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით”

“მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით”

ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანები, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„უმრავლესობაში შინაარსობრივად ერთიანი პოზიცია არის, რომ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ადამიანებმა, რომელთაც არჩევნებში მოსახლეობის ხმა მიიღეს, პარლამენტში შემოვიდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ამას მსჯელობა აჩვენებს.

იმის მოლოდინი ნამდვილად არ არის, რომ ამ ტექნიკურ საკითხშიც ყველა ერთიანი იქნება. მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, რაღაცაზე შევჯერდებით. მთავარი აზრია, რომ ყველას მაქსიმალური შანსი მიეცეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები