მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის და პარლამენტის ერთობლივი ინიციატივები, აღნიშნული სფეროს დარეგულირებისკენაა მიმართული-მდინარაძე

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის და პარლამენტის ერთობლივი ინიციატივები, აღნიშნული სფეროს დარეგულირებისკენაა მიმართული.
„ძალიან კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, ახლად შექმნილი სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, –განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სანქციები გაიზრდება უნებართვო ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებისთვის.
„ამავდროულად, პარლამენტი მუშაობს „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“, რამაც არსებითად უნდა მოაგვაროს სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

სოფიო კილაძე ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების თემას გამოეხმაურა

ეკა ბესელიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს.

არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება-გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა – მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი”
