მსახიობ დიმიტრი ჯაიანს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

მსახიობ დიმიტრი ჯაიანს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

მსახიობ დიმიტრი ჯაიანს დღეს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.

მანამდე კი საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართება.

დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარება  გამოთქვეს  და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა. სამძიმრის წერილები მათ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს.

მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები