„მოზარდებში ძალადობის პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს არ არის ერთი უწყების საქმე”-კვირიკაშვილი

„მოზარდებში ძალადობის პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს არ არის ერთი უწყების საქმე”-კვირიკაშვილი

„მოზარდებში ძალადობის პრევენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს არ არის ერთი უწყების საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის, ოპოზიციის, მთელი საზოგადოების, განათლების სისტემის, ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით გადასაჭრელი ამოცანა.

„ჩვენ პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება და ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ. გვაქვს კომპლექსური ღონისძიებები დაგეგმილი, რომლითაც დიდი იმედი გვაქვს, რომ თვისობრივად შევცვლით სიტუაციას. ახალმა მინისტრმა ისაუბრა ამ მიდგომებზე და მინდა ვთქვა, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები