მოსკოვში მიხეილ კალაშნიკოვის ძეგლი გახსნეს, რომელიც AK-47 შემქმნელია.

მოსკოვში მიხეილ კალაშნიკოვის ძეგლი გახსნეს, რომელიც AK-47 შემქმნელია.

The Guardian-ის ცნობით, სამშაბათს გამართულ ცერემონიას რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირები დაესწრნენ, როგორიცაა კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკი და პიოტრ ბირიუკოვი, მოსკოვის მერის მოადგილე.

“ეს არის რუსეთის კულტურული ბრენდი”, – თქვა მედინსკიმ, სანამ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი ქანდაკებას აკურთხებდა.

“მან შექმნა იარაღი თავისი სამშობლოს დასაცავად”, – განაცხადა მღვდელმა კონსტანტინმა და იარაღის დიზაინერს ნაკურთხი წყალი შეასხა.

“ჩვენი იარაღი წმინდა იარაღია”, – დაწერა თავის ფეისბუქზე დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინა, რუსული ეკლესიის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

AK-47-ის პირველი მოდელი 1947 წელს შეიქმნა, რამაც კალაშნიკოვს სტალინის პრიზი და წითელი ვარსკვლავის ჯილდო მოუტანა.

ქანდაკების გახსნას მოსკოვში მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი დააკავეს კიდეც, მის ბანერზე “იარაღის შემქმნელი, სიკვდილის შემქმნელია” ეწერა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები