მოსკოვში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მოსკოვში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მოსკოვში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გარდაცვლილები ხანდაზმული ასაკის იყვნენ და მათ პნევმონია და თანმხლები პათოლოგიები ჰქონდათ. როგორც შტაბში აღნიშნავენ, ხანდაზმული ასაკის პირებმა მკაცრად უნდა დაიცვან იზოლაციის რეჟიმი.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 29 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები