მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

მოსკოვი-თბილისის ავტობუსში, რომელიც ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს.
„დაზუსტებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, 16 ადამიანს მედიკოსები სინჯავენ“ – განუცხადეს სააგენტოს.
მათივე ცნობით, მძღოლი და 17-ივე მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. ავარია მოსკოვის დროით 18:40 საათზე , სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარლუკინოსთან მოხდა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 550 მილიონს გადააჭარბა.

2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს.
