მოშიმშილე დეპუტატი, ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ მოინახულეს

მოშიმშილე დეპუტატი, ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და მამუკა მდინარაძემ მოინახულეს

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მივიდა.

კობახიძესთან ერთად ელენე ხოშტარიას ხვდებიან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები