მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები პრაქტიკაში დანერგილი არ არის

მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმები პრაქტიკაში დანერგილი არ არის

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პირველი სამი თავის შესრულებასთან დაკავშირებით  მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინეს.

კერძოდ, ანგარიში ეხებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პროკურატურასა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადებით, ხელისუფლება ბოლო წლებში არასათანადო ყურადღებას უთმობდა ამ საკითხებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორწლიანი შესრულების ვადის მიუხედავად, კვლავ შეუსრულებელი რჩება ის საქმიანობები, რომელიც დღემდე მწვავე კრიტიკის საგანია როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

ანგარიშის თანახმად, შეუსრულებელია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება, მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ამ საკითხებზე პასუხისმგებელი მეტწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოა

აღნიშნული ანგარიში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის, “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში” მომზადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები