მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამი გამომძიებელი დაიკითხა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამი გამომძიებელი დაიკითხა

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამი გამომძიებელი დაიკითხა.საქმეზე სამი ექსპერტიზაა მომზადებული, თუმცა ჯერ სხდომაზე არც ერთი არ გამოუკვლევიათ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ბრალდების მიერ მომზადებული პირველი ექსპერტიზის თანახმად, ავტოავარია მერაბ კვირიკაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომობილმა გამოიწვია და სწორედ ამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ წარუდგინა ბრალი პროკურატურამ კვირიკაშვილს.

მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვა და დასძინა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ავტოსაგზაო შემთხვევაში კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს. ნუკრი კვინიკაძემ ასევე თქვა, რომ განმეორებითი ექსპერტიზა პროკურატურამაც ჩაატარა, რომელიც კვირიკაშვილის ბრალეულობას გამორიცხავს.

ადვოკატის მიერ ხსენებული ეს ექსპერტიზები ჯერ სხდომაზე არ გამოუკვლევიათ და ექსპერტებს მათ შესახებ არ უსაუბრიათ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი 7 თებერვალს წარედგინა.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები