მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოქანდაკე გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი იყო. არის ავტორი ნამუშევრების: “ვაჟა-ფშაველა” (1972), “ზღვა”, “შენ ხარ ვენახი” (1964), “ქალის ტორსი” (ადლერი, 1969), “სიცოცხლის ხე” (ტექსელი, 1977), “რექვიემი” (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა “მუსიკა”, “რესტავრაცია” (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა “ალავერდობა”; ავტორი სამენოვანი წიგნისა – “ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის”

გოგი ოჩიაური საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მან 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები