„მოქალაქეს, რომელსაც სესხის გამო სასამართლოში უჩივიან და განულების სიაში აღმოჩნდა, სესხი უნულდება-პრემიერი

„მოქალაქეს, რომელსაც სესხის გამო სასამართლოში უჩივიან და განულების სიაში აღმოჩნდა, სესხი უნულდება-პრემიერი

„მოქალაქეს, რომელსაც სესხის გამო სასამართლოში უჩივიან და განულების სიაში აღმოჩნდა, სესხი უნულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოქალაქის კითხვის პასუხად ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო დავა შეწყდება გარკვეული დროის შესაბამისად.
„თუ თქვენ სესხის გამო სასამართლოში გიჩივლეს და თქვენ საქმეს ახლა სასამართლო იხილავს, მაგრამ თქვენი ვინაობა განულების სიაში აღმოაჩინეთ, სესხი გინულდებათ და საქმის წარმოება შეწყდება. უბრალოდ, დროის ფაქტორია, რადგან სასამართლოს თავისი პროცედურები აქვს. ამიტომ თავდაპირველად მოქალაქეებმა თქვენი მონაცემები, პორტალზე Vali.ge შეამოწმეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები