მოქალაქემ, რომელიც სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულდებდა, თემქის პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა

მოქალაქემ, რომელიც სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულდებდა, თემქის პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა

მოქალაქემ, რომელიც სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულდებდა, თემქის პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა.

მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები.

თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლების მიერ ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები