მომსახურების სააგენტო: ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ სარეგისტრაციო მოწმობებს უფასოდ შეცვლიან

მომსახურების სააგენტო: ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ სარეგისტრაციო მოწმობებს უფასოდ შეცვლიან

ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.
მომსახურების სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც ტაქსის ლიცენზია აქვთ და ახალი რეგულაციის თანახმად, ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად, მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ტაქსის ლიცენზია.
ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით – ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს ფეისბუქგვერდზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები