“მოლაპარაკებებს ნებისმიერ მომენტში ვაპირებთ”

“მოლაპარაკებებს ნებისმიერ მომენტში ვაპირებთ”

მოლაპარაკებებს, როგორ გაუშვებენ ნიკა მელიას, გიორგი რურუას და როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებზე, ნებისმიერ მომენტში ვაპირებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკების შანსი არ ჩანს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის გამო.

„იმ საკითხებზე, როგორ გაათავისუფლებენ ნიკა მელიას და გიორგი რურუას, ასევე როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებზე, ნებისმიერ შანსს გამოვიყენებთ, ახლა ეს შანსი არ ჩანს პერსონალურად ივანიშვილის და მისი გარემოცვის გამო. ამიტომ სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა აზრზე მოვლენ, იქამდე ვარაუდი, რომ წარმატებას ექნება ადგილი, არ უნდა გვქონდეს. თუმცა ამ წარმატებას რომ მივაღწიოთ, უნდა გაგრძელდეს წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნიდან ძალის დემონსტრირება და ქვეყნის გარედან წნეხი – ეგ არის, ოღონდ ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა. აბსოლუტურად არაპარტიული მოქალაქეების კრიტიკული მასის პოზიციას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა ტემპში მივალთ ამ შედეგამდე, ოღონდ დარწმუნებული ვარ, მივალთ ამ შედეგამდე.

რაც შეეხება მოლპარაკებას, ეს სლოგანი, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე, ამ საჩუქარს არ გავუკეთებთ და არც ვაპირებთ. ჩვენ მოწადინებული ვართ, შედეგი მივიღოთ ნებისმიერ მომენტში, როცა ამ შედეგის მიღების შანსი იქნება, რათა ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს, თუმცა თუ იგულისხმება, რომ რაღაც განყენებულ თემებზე იქნება მოლაპარაკებები, თუნდაც საარჩევნო კოდექსის მუხლებზე, ეგეთ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, მაშინ როდესაც პოლიტპატიმრები ციხეში არიან და ვადამდელ არჩევნებზე არ ვართ შეთანხმებული. მოლაპარაკებებს იმ საკითხზე, როგორ გაუშვებენ მელიას, რურუას და როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებზე, ნებისმიერ მომენტში ვაპირებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები