მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში – პრემიერი

მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში – პრემიერი

მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„თუ შეხედავთ პროექტების სტრუქტურას და შინაარსს, რაც ხორციელდება მაია ცქიტიშვილის მინისტრობის შემდეგ, ძალიან ხელშესახები გაუმჯობესება გვაქვს ყველა მიმართულებით. პროექტების ნაწილი, რომელიც ახლა იწყება, არის ძალიან კომპლექსური საინჟინრო თვალსაზრისით. მათ შორის, უღელტეხილის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოგრაფიული არეალი საქართველოში, შესაბამისად, გარკვეული ტიპის ჩამორჩენები პროექტში, ობიექტურად მოსალოდნელი იყო. მე პირადად, ძალიან მოხარული ვიქნები, რომ მაიასნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული ჩამორჩენაა, რაც მაია ცქიტიშვილის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები