მოჰამედ სალაჰი 2017 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მოჰამედ სალაჰი 2017 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მოჰამედ სალაჰი 2017 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა BBC-მ ჩაატარა და “ლივერპულის” ეგვიპტელმა ლეგიონერმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

სალაჰმა გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, გვინეელ ნაბი კეიტას, სენეგალელ სადიო მანესა და ნიგერიელ ვიქტორ მოზესს აჯობა. მიმდინარე სეზონში სალაჰი უმაღლეს დონეზე თამაშობს და ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში 13 გოლით პირველ ადგილზეა.

გარდა ამისა, ეგვიპტის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზური სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიპოვა. ბოლო ეგვიპტელი, რომელიც აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მოჰამედ აბუტრიკა იყო – მან ეს ჯილდო 2008 წელს მიიღო.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები