მოდის სახლი Versace 2 მილიარდ დოლარად გაიყიდება

მოდის სახლი Versace 2 მილიარდ დოლარად გაიყიდება

იტალიურ მოდის სახლს, რომელიც ჯანი ვერსაჩემ 40 წლის წინ დაარსა, კომპანია მაიკლ კორსი ყიდულობს. ამერიკულ მოდის ჯგუფსა და იტალიურ ფირმას შორის მოლაპარაკება 2 მილიარდ დოლარზე შედგა.

გასულ წელს „მაიკლ კორსმა“ იყიდა „ჯიმი ჩუ“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ინგლისური ბრენდია ფეხსაცმლის ინდუსტრიაში.

1997 წლის შემდეგ, რაც ჯანი ვერსაჩე მაიამიში მოკლეს, ფირმას მისი და, დონატელა უძღვება. სწორედ მისი გადაწყვეტილება გახლდათ კომპანიის გაყიდვა

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები