„მნიშვნელოვანია, რომ პანკისის ხეობაში აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე“

„მნიშვნელოვანია, რომ პანკისის ხეობაში აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე“

„მნიშვნელოვანია, რომ პანკისის ხეობაში აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, ამერიკელი დიპლომატი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა და ამ რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და არსებობდა გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება. ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და, შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას, აქვს პასუხისმგებლობა, რომ სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში“, – განაცხადა უილსონმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები