“მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში”

“მნიშვნელოვანია, მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის ანგარიშში”

ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ხარვეზი 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ლობისტური კომპანიის, Hogan Lovells-ის წარმომადგენლის, ნორმ კოულმანის მიერ აშშ-ის კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურ, სადაც კოულმანი „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედაა მოხსენიებული.

მნიშვნელოვანია, ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ერთმა კონგრესმენმა უკვე აღნიშნა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ბუნებრივია, პარლამენტარები 170-გვერდიანი დოკუმენტის ყოველ წინადადებას ზედმიწევნით არ ეცნობიან-ხოლმე. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტი ყველამ დაადასტუროს იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს, რეალურად რასთან გვქონდა საქმე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ფრაზა მთლიანად მოწყვეტილი იყო დოკუმენტის საერთო კონტექსტს და საერთო სულისკვეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ მკაფიო პასუხი, რა გზით გაიპარა ეს ხარვეზი ამ დოკუმენტში – იყო ეს ლობისტების ძალისხმევა, თუ რაიმე სხვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტების ძალისხმევის შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები