მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად – პრემიერი

მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად – პრემიერი

ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და წინა წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად, ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის პალატის ეს კვლევა ეფუძნება ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და იმ პირობების შეფასებას, რომლებიც ქვეყანაშია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები