მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს თავდებში უდგება.

მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს თავდებში უდგება. დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ის თავდებობის განცხადებას ხელს დღეს მოაწერს.
“მე ვიცი, რომ უმრავლესობაში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც გამოთქვამს წუხილს ამ საქმეზე. თავდებობის კონკრეტული მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდა კაცის საბედისწერო შეცდომა არ იქცეს მისი სიცოცხლის დასასრული. მე მას ვიცნობ, გვქონდა შეხვედრები წინასაარჩევნოდ,” – განაცხადა ქანთარიამ.
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.
ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი – მოითხოვა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, დღეს, 5 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს

კახა კუჭავა – აქ შეიქმნა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც დღესაც ვიყენებთ და საუკუნეების შემდეგ მაგალითად რჩება
