მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიაწოდა.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება – ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა. იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მოგვცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიისგან უარყოფით დასკვნას არ ელოდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები