მმართველი გუნდი, ქართული ოცნება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას მესამე მოსმენით, სექტემბრის ბოლოს აპირებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები დოკუმენტის საკუთარ ვერსიას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ქართულ ოცნებას, ვენეციის კომისიას და საზოგადოებას წარუდგენენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშივლის თქმით, შეხვედრაზე პრაქტიკულად ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება:
“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად.”
მმართველი გუნდი, ქართული ოცნება კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას მესამე მოსმენით, სექტემბრის ბოლოს აპირებს.
მსგავსი სიახლეები
კოლეგებს ოპოზიციიდან მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო იცავს მოსახლეობას ტერორიზმისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელი და გვარი აქვთ ტერორისტებს-არჩილ თალაკვაძე

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია ცნობილი 20-22 სექტემბერს გახდება.
