მმართველი გუნდი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სესიები შესაძლოა, ორის ნაცვლად, სამკვირიანი ციკლით დაიგეგმოს.

მმართველი გუნდი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სესიები შესაძლოა, ორის ნაცვლად, სამკვირიანი ციკლით დაიგეგმოს.

მმართველი გუნდი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სესიები შესაძლოა, ორის ნაცვლად, სამკვირიანი ციკლით დაიგეგმოს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დღეს მოქმედი რეგლამენტით 1 თვის განმავლობაში სესია ორჯერ, ორკვირიანი ციკლით მიმდინარეობს, რა დროსაც, პირველი კვირა პლენარულ სხდომებსა და კომიტეტების მუშაობას ეთმობა, ხოლო მეორე კვირა – ამომრჩევლებთან შეხვედრებსა და კომიტეტების მუშაობას. რეგლამენტის მიხედვით პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტის სხდომები კი თბილისში.

თუ რეგლამენტში ცვლილებები შევა, პარლამენტის სესიები სამკვირიანი გახდება – პირველი კვირა პლენარულ სხდომებს დაეთმობა, მეორე კვირა კომიტეტების მუშაობას, მესამე კვირას კი ამომრჩეველთან შეხვედრებს, ხოლო მეოთხე კვირას – ისევ პლენარული სხდომები იქნება.

როგორც საზოგადოებრივი წერს, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ დაჩქარებული განხილვის გარდა, კომიტეტები საპარლამენტო კვირაში არ ჩატარდეს, რაც საპარლამენტო ცხოვრებას მოაწესრიგებს.

„ეს იქითკენ გვიბიძგებს, რომ კანონპროექტების განხილვას მოსმენიდან მოსმენამდე მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები