მკვლევარებმა წლების განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული საგალობლები აღმოაჩინეს

მკვლევარებმა წლების განმავლობაში დაკარგულად მიჩნეული საგალობლები აღმოაჩინეს

ხანგრძლივი ძიების შემდეგ თბილისის სახ. კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიიის ხელმძღვანელმა, მაგდა სუხიაშილმა, უნიკალური ქართული ხელნაწერების ასლები მოიპოვა და პრეზენტაციაზე წარადგინა. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაცული ქართული ხელნაწერი შეიცავს სახელგანთქმული მგალობლის, სოფრომ არქიმანდრიტის, კილოს საგალობლებს, რომლებიც ანდრეა მრევლიშვილმა ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაიწერა მე-19 საუკუნის 40-იან წლებში. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ხელნაწერი მიუკვლევლად მიიჩნეოდა, მაგრამ მაგდა სუხიაშვილის ძალისხმევით უნიკალური საგალობლები, რომლებიც მიხეილ გლინკას სახელობის მუსიკის სახელმწიფო მუძეუმშია დაცული, კვლავ ხელმისაწვდომი ხდება ქართველ მგალობელთათვის და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევართათვის. ხელნაწერებიდან ერთ-ერთი საგალობელი მგალობელთა გუნდმა „ტაომ“ სახელდახელოდ შეასრულა.

 

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები