“მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში”

“მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში”

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, რომ გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთებიდან სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უპირობო ერთგულებისა იმ იდეალებისადმი, რისთვისაც ათეულობით წლების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალების წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის, აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლი თავდასხმის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები