“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე”

“მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და ვუჰანის შტამებს.

მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის  შტამის.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს, ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,“- თქვა “დღის კურიერში” პაატა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები