მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ – ბიძინა ივანიშვილი

მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ – ბიძინა ივანიშვილი

ძალიან ღირსეული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი და ის ძალიან ბევრს იმსახურებს, მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ. დიდი შანსი გვაქვს, პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა. სალომე ზურაბიშვილი 100%-იანი ალბათობით იმარჯვებს. არის დიდი ალბათობა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “ტვ- პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მინდა, მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც მერყეობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით 28-ში. შიდა კვლევებს აბსოლუტურად ვეთანხმები, რაც გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ“.

იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ძირითად ოპონენტებად „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილს მოიხსენიებენ, არაფერი გასაკვირი და გასაოცარი არ არის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ბიოგრაფიით, როგორიც მას აქვს, პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, იქნებ პირველივე ტურში მოვახერხოთ და სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები