მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები

მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები

“ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მქონდა კონსულტაციების პრემიერმინისტრთან, ასევე, ეკონომიკის მინისტრთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფით. გეძლევათ დროებით იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში. შეგიძლიათ, გაშალოთ ისე, რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია და მითითებები, რომლებიც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში. ეს არის დროებით ღონისძიება, ვიდრე ვართ ამ რთულ ვითარებაში, რათა დაგეხმაროთ. ამას საზოგადოება კარგად გაიგებს ერთმანეთის თანადგომა და ბიზნესზე ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები