“მივესალმები გუშინდელ ქმედებებს – იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული”

“მივესალმები გუშინდელ ქმედებებს – იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული”

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, 19 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და პროცესს დადებითად აფასებს.

„მივესალმები გუშინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ. ასევე, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის დასრულებას. იმედია, ეს შესაძლებლობა შემდგომი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. საკვანძო საკითხებად რჩება ძირითადი უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი“, – წერს კარლ ჰარცელი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები