“მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია”, – ასე გამოეხმაურა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას

“მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია”, – ასე გამოეხმაურა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას

“მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია”, – ასე გამოეხმაურა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილი პროვოკაციაა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ყველანი ერთად, იმ ტაძარში, აქაურებიც და იქაურებიც, ერთად ვიზეიმებთ წმინდა გიორგის დღესასწაულს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სოფელ აძვში.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილებისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვართან კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის ნაცვლად, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა პარაკლისი სოფელ აძვში მდებარე სამების ტაძარში ჩაატარა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები